ნივთის დაბრუნებისა და თანხის ანაზღაურების პოლიტიკა
Patsua.com – კომპანია, რომელიც უკვე 10 წელია წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჩვენი გამოცდილი გუნდი წლებია თავდაუზოგავად მუშაობს მომხმარებლის ინტერესების დასაცავად. სამწუხაროდ, გახშირებული თაღლითობისა და უპასუხისმგებლო შემთხვევების გამო, შემოვიღეთ ნივთის უკან დაბრუნების პოლიტიკა, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და უზრუნველყოფს მომხმარებლის უფლებების დაცვას.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის(საწარმოს)გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 5 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ უფლების გამოყენებისას მყიდველი ვალდებულია აუცილებლად თან იქონიოს ნივთი მისი ყველა ატრიბუტით – ყუთი, შეფუთვა, დამცავი შესაფუთი მასალები. ამასთანავე, პროდუქცია ექვემდებარება უკან დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაცულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა. ნივთის უკან დაბრუნება მყისიერად ყოველგვარი დამატებითი დიაგნოსტიკის გარეშე დაჩქარებული წესით თბილისში 1-2 სამუშაო დღე რეგიონში 3-5 სამუშაო დღე, თანხა სრულად 100% დაჩქარებული წეისთ უკან დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენარჩუნებული აქვს გაყიდვამდელი მდგომარეობა თუ არ არის გამოყენებული, თუ მომხმარებლის მიერ არ დარღვეულა პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (ყუთი, პარკი, ლუქი); თუ ჰერმეტულად დაცული პროდუქტის შენარჩუნებული აქვს თავდპირველი მდგომარეობა და არაა დარღვული მისი ჰერმეტულობა. თუ არ არის დაზიანებული ყუთი, შესაფუთი მასალები. სხვა შემთხვევაში დაზიანებას აღწერს კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და დაადგენს უკან დასაბრუნებელ თანხის რაოდენობას.
კანონით განსაზღბრული ნივთის უკან დაბრუნების პოლიტიკა მყისიერად ყოველგვარი დამატებითი დიაგნოსტიკის გარეშე დაჩქარებული წესით::
- ნივთი უნდა იყოს გაყიდვამდელ მდგომარეობაში;
- არ უნდა იყოს გამოყენებული,აწყობილი არ უნდა ეტყობოდეს გამოყენების კვალი;
- შეფუთვის მთლიანობა უნდა იყოს დაცული;
- პროდუქტი უნდა იყოს უცვლელი მდგომარეობით, ისეთივე როგორსაც მოიტანს კურიერი;
- ყუთი და შესაფუთი მასალები დაუზიანებელი.
ზემოთ ჩამოთვლილი დებულებების დარღვევის შემთხვევაში ანუ გამოყენებული პროდუქტის დაბრუნების წესი და გამონაკლისები:
ნივთის უკან დაბრუნებას და ინსპექტირებას ანხორციელებს კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ატარებს დიაგნოსტიკას და ადგენს, აკმაყოფილებს თუ არა პროდუქტი დაბრუნების პირობებს. განსაზღვრული თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ დიაგნოსტიკის წერილობითი აქტის შედგენის შემდეგ.
ტრანსპორტირება:
- თბილისში – 3 სამუშაო დღის განმავლობაში;
- რეგიონებში – 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტრანსპორტირების დროს დაზიანების შემთხვევაში ხარჯებს კომპანია ფარავს.
თანხის ანაზღაურების წესები:
- 100% – ქარხნული შეფუთვა/ყუთი გაუხსნელი, დაუზიანებელი ან ქარხნული წუნის შემთხვევაში;
- 90% – შეფუთვა გახსნილია არ არის დაზიანებული, პროდუქტი აწყობილია ფუნქციურად სრულყოფილია შეესაბამება ტექნიკურ მახასიათებლებს და ვიზუალური ხარვეზი არ აქვს.;
- 80% – პროდუქტი ფუნქციურად სრულყოფილია, თუმცა აქვს ვიზუალური დაზიანება ან ეტყობა ხმარების კვალი;
- 0% – თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციური ან/და ვიზუალური მახასიათებელი, არის არასწორი მოხმარების შედეგად დაზიანებული, ან არ გაითვალისწინა აწყობის ინსტრუქცია და არის მექანიკურად მომხმარებელის მიერ დაზიანებული ან დაკარგულია ყუთი/შეფუთვა, უკან დააბრუნა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პირობა კომპანია უფლებას იტოვებს არ დააბრუნოს თანხა.
თანხის დაბრუნების წესი:
- თანხა ბრუნდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე;
- ანაზღაურების ვადა – 7–10 სამუშაო დღე;
- ტრანსპორტირების ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან აქვს ქარხნული წუნი.
დოკუმენტაცია:
პროდუქციის გაგზავნამდე შემოწმება ფიქსირდება ვიდეოჩანაწერით და იწერება. უკან დაბრუნებისას დასურათდება თითოეული დეტალი და კომპანია იტოვებს უფლებას გამოიყენოს ეს მასალა ნებისმიერი დავის შემთხვევაში.
დადასტურება:
ამ პირობების გაცნობითა და თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკას და არ გააჩნია პრეტენზია კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს გარეთ.